“რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია”

რუსული ჯარი დიდ დანაკარგს განიცდის. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ჯარისთვის მიყენებულ უდიდეს ზიანზეც კი შეგვიძლია ვისაუბროთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს, რომ მტერს უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლის ნებისმიერი სურვილი დაუკარგოს.

„რუსული ჯარის დანაკარგი კოლოსალურია. მეჩვიდმეტე დღეს ოკუპანტის დინამიკა უკვე ისეთია, რომ შეიძლება დარწმუნებით ვთქვათ: ეს უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში რუსეთის ჯარისთვის მიყენებული უდიდესი ზიანია. მათ არასდროს დაუკარგავთ უფრო მეტი ანალოგიური პერიოდის განმავლობაში,“- განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მტრის 31-მა საბატალიონო-ტაქტიკურმა ჯგუფმა დაკარგა ბრძოლისუნარიანობა. დამპყრობლის ტექნიკური დანაკარგის რაოდენობა კი, ზელენსკის თქმით, გამაოგნებელია, რადგან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 360- ტანკზე მეტი, 1205 ჯავშანმანქანა, 60-მდე თვითმფრინავი, 80-ზე მეტი ვერტმფრენი და ასეულობით სხვა ტექნიკა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share