“კადიროვი სულელი და გაუნათლებელი, იაფფასიანი სპექტაკლების მოყვარული ადამიანია” | ჩეჩენი ბლოგერი

კადიროვი სულელი და გაუნათლებელი, იაფფასიანი სპექტაკლების მოყვარული ადამიანია, – ასე ეხმაურება რამზან კადიროვის თითქოს უკრაინაში ყოფნას ჩეჩენი ბლოგერი და კადიროვის მტრად გამოცხადებული ჰასან ჰალიტოვი. მისი თქმით, რამზან კადიროვი უკრაინის ნაცვლად სავარაუდოდ ბელარუსში, მინსკის ერთ-ერთ სარდაფში იჯდა, გავრცელებული ვიდეო კი იაფფასიანი სპექტაკლია.

ჰასან ჰალიტოვმა უკრაინელების მიერ კადიროვის ლიკვიდაციისთვის დაწესებულ 400 ათას დოლარზეც ისაუბრა და თქვა, რომ მისი მოკვლისთვის ეს ასტრონომიული ჯილდოა, რადგან ის 50 დოლარზე მეტი არ ღირს.

არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ კადიროვი უკრაინაში იყო. მსგავსი ინფორმაცია არც ჩეჩნებს აქვთ. პესკოვმაც კი განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. რაზე უნდა ვისაუბროთ. შესაძლებელია, ის ბელარუსში იყო და სადღაც მინსკის ერთ-ერთ სარდაფში იჯდა. რამზან კადიროვი იაფფასიანი სპექტაკლების მოყვარულია.

გაიგეთ, რომ კადიროვს ვიწრო მსოფლმხედველობა და აზროვნება აქვს. ის სულელი და გაუნათელებელი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ თავისი იაფფასიანი გამოხტომებით უკრაინელ ერს შეაშინებს. გავიგე, რომ მის მოსაკლავად ქონება და ფული დააწესეს. ადამიანებო, კადიროვის თავი მაქსიმუმ 50 დოლარად შეფასდეს. მეტი არ ღირს. თუ ვინმე მას მოკლავს, მილიონი დოლარი შეიძლება აჩუქოთ როგორც სიკეთის მქნელ ადამიანს, – ამბობს ჰალიტოვი. 

mtavari.tv

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share