ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა დიდწილად შეჩერებულია ყველა ფრონტზე. უწყების ცნობით, რუსები კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდიან.
“რუსულმა ძალებმა მიაღწიეს მინიმალურ წინსვლას ხმელეთზე, ზღვაში ან ჰაერში ბოლო დღეების განმავლობაში და კვლავ განიცდიან მძიმე დანაკარგებს.
უკრაინის წინააღმდეგობა რჩება მტკიცე და კარგად კოორდინირებული. უკრაინის ტერიტორიის აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის ყველა დიდი ქალაქი, რჩება უკრაინის ხელში”, – წერს სამინისტრო Twitter-ზე.
მანამდე გაკეთებულ დაზვერვის ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი ძველ, ნაკლებად ზუსტ იარაღს იყენებს, ეს სამხედრო თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტურია და უფრო მეტად მსხვერპლს მშვიდობიან მოსახლეობაში იწვევს.