პუტინი ბირთვული ომის შემთხვევაში, ბუნკერს ამზადებს

რუსეთის ხელმძღვანელობა შესაძლოა, ამზადებს მიწისქვეშა ქალაქს ქვეყნის აღმოსავლეთით ბირთვული ომის შემთხვევაში. ამას ირიბად ადასტურებს 17 მარტს განხორციელებული სამთავრობო ფრენები – ამის შესახებ OBOZREVATEL-თან ინტერვიუში უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა 2005-2010 წლებში, არმიის გენერალმა მიკოლა მალომუჟმა ისაუბრა.

გენერლის თქმით, საბჭოთა პერიოდში არსებობდა მიწისქვეშა კონტროლის ცენტრები, სადაც ხალხს შეეძლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეცხოვრა. ის განმარტავს, რომ საბჭოთა კავშირის დროს ასეთ ბუნკერში თავის შეფარება ორი-სამი თვის განმავლობაში იყო შესაძლებელი, თუმცა თანამედროვე საშუალებების პირობებში, ახლა ბუნკერებში ყოფნა 1 წლამდეა შესაძლებელი.

გამოცემის ცნობით, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხუთშაბათს, 17 მარტს, რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავები აღმოსავლეთით გაფრინდნენ.

“აღმოსავლეთ რუსეთში, საბჭოთა კავშირის დროს, არსებობდა საომარი მოქმედებების დროს დაცვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტები, ამიტომ რუსეთი მუდმივად დაზღვეულია, ამუშავებს სხვადასხვა სცენარს, მათ შორის გლობალურ ომს. ისინი ატარებენ ასეთი ობიექტებში სრულ აუდიტს, ამოწმებენ ფარულ მიწისქვეშა სისტემებს. თუ ასეთი ფრენები მართლაც იყო, ეს ნიშნავს, რომ ეს ობიექტები მზადდება პრაქტიკული გამოყენებისთვის.

ბირთვული ომის შემთხვევაში, არის მიწისქვეშა კონტროლის ცენტრები როგორც ქვეყნის, ასევე ჯარების ხელმძღვანელობისთვის. ეს არის დახურული მიწისქვეშა ბუნკერები, რამდენიმე ათეული მეტრის სიღრმეზე, მთელი ქალაქის მასშტაბით. არსებობს ყველა საკომუნიკაციო სისტემა, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციები სხვა რეგიონებთან, ავტონომიური ელექტრომომარაგება, გარე წყაროებისგან დამოუკიდებელი, სიცოცხლის მხარდაჭერის ავტონომიური მოდელი, ჰაერის გაწმენდის ჩათვლით. ანუ ბირთვული, ქიმიური ან ბაქტერიოლოგიური ომის შემთხვევაში ისინი მთლიანად იკეტება და ავტონომიურად მოქმედებენ”, – ამბობს მალომუჟი. 

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის აგრესორი ქვეყნის მეთაურმა, ვლადიმირ პუტინმა, დააჭიროს “ბირთვულ ღილაკს”, მაგრამ ის აცნობიერებს, რომ უკრაინის ომი შეიძლება გახდეს ნატოსთან გლობალური კონფლიქტის წინაპირობა და თავის დასაცავად ყველა საშუალებებით ემზადება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share