რუსული ოპოზიციური გაზეთი „ნოვაია გაზეტა“ წერს, რომ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლა“ მზადაა რუსეთის ფედერაციის მხარეს უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა მიიღოს.
როგორც ცნობილია, უკრაინაში საომრად „ჰეზბოლას“ 800 მეომარი შევა. გაზეთი წერს, რომ უკრაინელების მკვლელობისთვის მებრძოლებს თვეში 1500 დოლარს დაჰპირდნენ.
მათივე ცნობით, რუსული კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ წარმომადგენლებმა „ჰეზბოლას“ მებრძოლებთან ამ საკითხზე შეხვედრა უკვე გამართეს.
ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ ლიბანელ შიიტთა დაჯგუფებაა, რომელიც 1985 წელს დაარსდა. ისრაელი, აშშ და კანადა „ჰეზბოლას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.