„იმას შეფასება არ სჭირდება, რაც პრემიერმა თქვა, ეს არის არა შეფასება, არამედ ფაქტის კონსტატაცია. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყო ეს აქციები ორგანიზებული. ეს აქციები იყო სისტემურად ორგანიზებული არა მარტო თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც. ასეთ დროს ისედაც ვიცით, რომ კონკრეტული ძალები დგანან ხოლმე უკან. ამ შემთხვევაში, კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა ამ აქციების უკან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.