უკრაინული გაკვეთილი რუსული არმიისთვის. ჯავშან-სატანკო შენაერთები ეფექტურობას კარგავს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი დასკვნა, რომელსაც სამხედრო ექსპერტები უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე აკეთებენ.
ანალიტიკოსები უკვე ხმამაღლა მსჯელობენ, რომ ტანკსაწინააღმდეგო სისტემების განვითარებამ, დაჯავშნილი ტექნიკის ეფექტურობა ხშირ შემთხვევაში მინიმუმამდე დაიყვანა, განსაკუთრებით კი არამოდიფიცირებულ და ტექნოლოგიურად ჩამორჩენილ არმიებში. ისეთში, როგორიც რუსეთის შეიარაღებული ძალებია.
ომის სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრემლის არმიის უპირობო უპირატესობა მძიმე ტექნიკაში სრულიად არაეფექტურ ტვირთად იქცა მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა დასავლეთისგან თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო სისტემები მიიღეს.
მთავარი არხი