დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ექვსმა არჩეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია” ბლოკიდან განცხადებით მიმართა უმაღლეს საბჭოს დეპუტატის მანდატების გაუქმების თაობაზე.
როგორც ისინი აცხადებენ, 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ამ გადაწყვეტილებით უარს ეუბნებიან საქართველოში დემოკრატიის უარყოფას და არჩევნების გაყალბებას.
ეს ხომ ცუდია, ერთპარტიული რომაა, მაგრამ ჩემი აზრით ბევრად უფრო ცუდია, რომ ამ ერთპარტიული უმაღლესი საბჭოს წევრებს ცალსახად ეტყობათ რომ ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.
რაც შეეხება ჩვენს გადაწყვეტილებას, ჩვენ ჩვენს ამომრჩეველს ვპირდებოდით საარჩევნო პერიოდში ხმების დაცვას და მე ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ დღეს, დღეს ვიცავთ ჩვენ ზუსტად მათ ხმებს, როცა არ ვაღიარებთ გაყალბებულ არჩევნებს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს არჩევნების გზით. ბიძინა ივანიშვილმა ბევრი ცუდი საქციელი ჩაიდინა ამ წლების განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ცუდი რაც გააკეთა, ალბათ არის 31 ოქტომბრის ე.წ. არჩევნები, როცა ქვეყანას მოუსპო შანსი არჩევნების გზით შეეცვალათ ხელისუფლება”- განაცხადა “ერთიანი ნაციონალურო მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი კირთაძემ
შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის არჩევნებში ოპოზიციამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის შვიდი მანდატი მოიპოვა.
თუმცა პროტესტის ნიშნად და ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ოპოზიცია აჭარის მთავრობის სახლთან 48 დღეა აქციებს მართავს. პარალელურად უარი განაცხადეს მანდატებზე. თუმცა მოგვიანებით ერთ-ერთმა დეპუტატმა „რესპუბლიკური პარტიიდან” ირაკლი ჩავლეიშვილმა, პარტია დატოვა და უმაღლეს საბჭოში შევიდა.