თბილისის მერი, კახა კალაძე კონტრაბანდის გადატანაზე უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მას “მტკნარ სიცრუეს” უწოდებს. როგორც ის ამბობს, ინფორმაცია პროვოკაციაა, რომლის მიზანიც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებისთვის “ჩრდილის მიყენებაა”.
“დღეს გავრცელებული მტკნარი სიცრუე, თითქოს საქართველო და რუსეთი ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საქართველოს გავლიტ კონტრაბანდის შემოტანაზე, მიზანმიმართული პროვოკაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინასა და საქართველოს ურთიერთობებზე ჩრდილის მიყენებას. მათ ვინც ამის უკან დგა, ცუდი ზრახვები აქვთ ორი მეგობარი ქვეყნის მიმართ”, – წერს კალაძე twitter-ზე.
ცნობისთვის, უკრაინის დაზვერვამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ რუსები აყალიბებენ არხს საქართველოს გავლით, ყალბი საქონლის კონტრაბანდისთვის.