ოპოზიციის სასახელოდ უნდა ვთქვა, მათ მოახერხეს ძალიან ცუდი, ავი ზრახვების სისრულეში მოყვანა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, თუ უფრო მკაფიო „მესიჯები“ და განცხადებებია საჭირო უკრაინის მხარდასაჭერად, მაშინ „უნდა შევთანხმდეთ რა შეიძლება იყოს უფრო მკაფიო და შემდეგ ამას არავინ უფრთხის“.
„რაღაც ეტაპამდე მიიყვანეს დახვეწეს და მართლაც შექმნეს რაღაც ისეთი დღის წესრიგი, რომ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების არიან, ცალკეულ კითხვის ნიშნებს აჩენენ, ეს ცუდი ტენდენციაა. ჩვენი ხელისუფლებისგან აუცილებელია მკაფიო „მესიჯი” ამასთან დაკავშირებით.
თუ უფრო მკაფიო „მესიჯი” ან განცხადებაა საჭირო, ვიდრე ეს იყო გაეროში მხარდაჭერა, ჰააგაში მხარდაჭერა, სტრასბურგში მხარდაჭერა, უნდა შევთანხმდეთ რა შეიძლება იყოს უფრო მკაფიო, ვიდრე ეს გადაწყვეტილებები და შემდეგ ამას არავინ უფრთხის”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.