„კრემლის სასახლეში“ დაგეგმილ ფილიპ კირკოროვის „გრანდიოზულ” კონცერტზე ბილეთები არ იყიდება

ცნობილი ხდება, რომ 30 აპრილისთვის „კრემლის სასახლეში“ დაგეგმილ ფილიპ კირკოროვის კონცერტზე ბილეთების ნახევარიც არ გაყიდა, არადა მუსიკოსი ზარზეიმით აცხადებდა, რომ 55 წლის იუბილეს იხდიდა მთელი შოუბიზნესის ვარსკვლავების მონაწილეობით.

ცნობილია, რომ ბილეთების ფასი რამდენჯერმე შეიცვალა და მინიმალურ ნიშნულამდე დაიწია. როგორც ჩანს, ამანაც ვერ მიიზიდა რუსი მაყურებელი. თუ კონცერტი ჩაიშალა ან გადაიდო, კირკოროვს კრემლის სასახლისთვის 2 მილიონი რუბლის გადახდა მოუწევს. კრემლის სასახლემ ფილიპ კირკოროვის კონცერტზე დიდ იმედებს ამყარებდა, რადგან თითქმის ყველა წინა კონცერტი ისედაც ჩაიშალა.

 

„ლუჟნიკის“ კონცერტის დიჯეი რუსეთის სახელმწიფო დაცვის ფედერალური სამსახურის თანამშრომელი აღმოჩნდა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share