ვისაც ამ ქვეყანაში ხალხი ადარდებს, ვისაც მშვიდობა უნდა და არა ომით გამდიდრება და ფულის შოვნა, იმას ებრძვიან, – ამის შესახებ მომღერალმა და ტელეწამყვანმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში, 26 მაისს ბუჩა რომ მოაწყო, იგივე ხალხი დანიშნეს უკრაინაში თანამდებობებზე.
„აქ, 26 მაისს ვინც ბუჩა მოაწყო, ის დანიშნეს დაზვერვის უფროსის მოადგილედ და ყველაფერს განკარგავს, განუბაჟებელი კაცი გამოგვიგზავნა – კაცი საზღვარს რომ გადმოლახავს ისე, რომ ვითომ ის საზღვარი არც არსებულა, ეს რა არის?!
იმ ხალხს, ვისაც ჩვენ ვეძებთ, თანამდებობებზე რომ ნიშნავს, ეს რა არის?!
ეს მტრული სახელმწიფო არ არის?! მე ხალხსა და იმ მოსახლეობაზე, რომელიც ამ ყველაფერს შეწირულია, ლაპარაკი არ მაქვს. ხალხი ყველას ფეხებზე ჰკიდია და ვისაც ფეხებზე არ ჰკიდია და მშვიდობა უნდათ იმას აქ ებრძვიან.
რატომ გაჰყავს უკრაინას საქართველოდან ელჩი, როდესაც რუსეთიდან, ბელარუსიდან არ გაუყვანიათ – სად არის სიმართლე?
განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველო რუსეთისთვის კორიდორია, იდიოტიზმია.
განვიცდი უკრაინელი ხალხის მდგომარეობას, ისინი ჩემთვის დები და ძმები არიან, მაგრამ მათი ხელისუფლება რაცაა, დიდი ხანია, გავშიფრე.” – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.