დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინის 2 ქალიშვილს სანქციები დაუწესა. შესაბამისად, სანქცირებულთა სიას კატერინა ტიხონოვა და მარია ვორონცოვა დაემატნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, ასევე, დაუწესა სანქციები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილს, ეკატერინა სერგეევნა ვინოკუროვას.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ახალი სანქციები მიზანი კრემლის ახლო წრის მდიდრული ცხოვრების წესია, ეს მოიცავს მოგზაურობის აკრძალვას და აქტივების გაყინვას.