ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის ლიდერის „ადმინისტრაციის“ ე.წ. საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ხელმძღვანელმა იური ვაზაგოვმა განუცხადა.
„საორიენტაციოდ, მაინც საჭირო იქნება ორი თვე“ – განაცხადა ვაზაგოვმა რეფერენდუმის ჩატარების თარიღთან დაკაშირებით საუბრისას.
მისი თქმით, ხელმოწერების შეგროვება საკმაოდ სწრაფად მოხდება, რის შემდეგაც საჭირო იქნება ბრძანების პროექტის უმაღლესი სასამართლოსთვის გადაცემა, რომელიც მას განიხილავს, შემდეგ კი საინფორმაციო კამპანია დაიწყება.