რუსეთის პატრიარქი ხალხს ხელისუფლების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს

რუსეთის პატრიარქი კირილი რუს ხალხს ხელისუფლების გარშემო გაერთიანებისკენ მოუწოდებს. აღსანიშნავია, რომ ის ამ განცხადებას უკრაინასთან რუსეთის ომის პარალელურად აკეთებს.

“უფალი დაგვეხმაროს, რომ ამ რთულ დროს გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის, მათ შორის, ხელისუფლების გარშემო. დაე, ხელისუფლება თავისი ხალხის წინაშე აღივსოს პასუხისმგებლობით, თავმდაბლობით და მზადყოფნით, რომ ემსახუროს მათ, თუნდაც ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდეს”,– თქვა კირილმა.

მანვე აღნიშნა, რომ “გაერთიანების შემდეგ გაჩნდება ნამდვილი სოლიდარობა და როგორც გარე, ისე შიდა მტრის მოგერიების უნარი”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share