სალომე ზურაბიშვილი – საქართველოში უკრაინის მიმართ სოლიდარობა ბევრი სახითაა გამოხატული

საქართველოში უკრაინის მიმართ სოლიდარობა ბევრი სახით არის გამოხატული, ეს არის ის, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა MSNBS-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული რეგიონების და რესურსების გათვალისწინებით, არ შეუძლია უკრაინას შეიარაღება მიაწოდოს, ან ის გაუკეთოს, რასაც ევროკავშირი და ნატო აკეთებენ, თუმცა მნიშვნელოვანია უკრაინის მიმართ მორალური მხარდაჭერაც.

„საქართველოში არის განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იყოს გამოხატული უკრაინის მიმართ მხარდაჭერა. ერთი რამ ძალიან ცხადად არის ნაჩვენები და ეს არის საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა. მე, როგორც პრეზიდენტი, წარმოვადგენ საქართველოს მოსახლეობის პოზიციას უკრაინის მიმართ და ეს არის სრული სოლიდარობა. ბევრი სახით არის გამოხატული სოლიდარობა. ეს არის ის, რისი გაკეთებაც საქართველოს შეუძლია. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ჩვენი სიტუაციის, ოკუპირებული რეგიონების და რესურსების გათვალისწინებით, არ შეგვიძლია შეიარაღების მიწოდება, არ შეგვიძლია იმის გაკეთება, რისი გაკეთებაც ევროკავშირს და ნატო-ს შეუძლიათ, მაგრამ მორალური მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია და მე ამას მხარს ვუჭერ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share