საქართველოში COVID-19-ით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 932 ტესტი და დადასტურდა 237 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 648 ადამიანი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 1.03%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.63%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.36%.
ინფიცირების 237 ახალი შემთხვევიდან თბილისში 129 გამოვლინდა, აჭარაში – 6, იმერეთში – 26, ქვემო ქართლში – 15, შიდა ქართლში – 9, გურიაში – 8, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 11, კახეთში – 24, მცხეთა-მთიანეთში – 2, სამცხე-ჯავახეთში – 2, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 5.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 2 821, საიდანაც 359 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, ხოლო 2 462 – ბინაზე. რეანიმაციულ განყოფილებაში 83 პირი იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 1 652 472 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 1 632 842 პაციენტი და გარდაიცვალა – 16 783.