„თქვენთან ქალს სამსახურში გასასვლელად ნებართვა რომ სჭირდებოდა, ჩვენი ტერეშკოვა უკვე კოსმოსში მიფრინავდა“ – სიმონიანი ევროპას

რუსმა ჟურნალისტმა მარგარიტა სიმონიანმა ევროპის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს კარგი შანსი უწოდა. მან გაიხსენა საბჭოთა პერიოდი, როდესაც რუსეთი ასევე სანქცირებული იყო და როგორც სიმონიანი ამბობს, მათ მაინც დაწერეს მსოფლიო ისტორია.

„სანქციების მიუხედავად, ჩვენ ყველაფერი პირველებმა გავაკეთეთ. პირველად გავუშვით ადამიანი კოსმოსში. მეტიც, პირველად გავუშვით ქალი კოსმოსში. დღეს რომ ასე მოდაშია გენდერულ თანასწორობაზე საუბრები, ჩვენ ეს არ გვაღელვებს. რატომ? იმიტომ, რომ აქაც პირველები ვართ. თქვენთან ქალს სამსახურში გასასვლელად რომ ქმრის ნებართვა სჭირდებოდა, ჩვენი ტერეშკოვა უკვე კოსმოსში მიფრინავდა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა დასავლეთში სასურველი სტუმარი ვიყავი, ხშირად მეპატიჟებოდნენ ქალთა ფორუმებზე და მეკითხებოდნენ, რატომ, არის თქვენთან ქალთა უფლებები დარღვეული? მე გაოცებული ვეკითხებოდი, – არ ვიცი, რაზე საუბრობთ“ – ამბობს სიმონიანი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share