პუტინი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს პროვოკაციების მოსაწყობად ბომბავს. სკანდალურ აუდიო ჩანაწერს უკრაინის უშიშროების სამსახური ავრცელებს.
რუსი ჯარისკაცის და მისი ოჯახის წევრის აუდიო ჩანწერში სამხედრო აღიარებს, რომ ”პროვოცირებისთვის რუსეთის საზღვრისპირა რეგიონები მათი დაბომბილია”.
ჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ ოკუპანტებმა ზუსტად იციან რა ტიპის სარაკეტო ირიში უნდა მიიტანონ, რომ რუსულ ქალაქებში მსხვერპლი არ იყოს.
ჩვენები არიან, ჩვენები ბომბავენ. ეგრეა საჭირო. ეგრე აკეთებენ, რომ თითქოს “ხოხლები” პროვოკატორობენ, – ამბობს რუსი სამხედრო აუდიოჩანაწერში.
ოკუპანტი ამ დრომდე ირწმუნებოდა, რომ კლიმოვოზე, სადაც 7 ადმაიანი დაშავდა, იერიში უკრაინელებმა მიიტანეს.