პუტინისტური პარტიის “ალტ ინფოს” მხარდამჭერმა, ოზურგეთელმა პედაგოგმა, დალი რიჟამაძემ, სამოქალაქო აქტივისტს, ანტირუსული აქციების ორგანიზატორს, ოზურგეთში, “მოძრაობა თავისუფლებისათვის” ერთ ერთ დამფუძნებელს, ირმა გორდელაძეს სოციალურ ქსელში დასცინა.
” მეცოდებიან ასეთი მასწავლებლის მოსწავლეები…” დაწერა რიჟამაძემ.
ეს კი “ალტინფოს ” მხარდამჭერმა იმით ახსნა, რომ გშინ “ალტინფოს” ოფისთან მისულ მოსახლეობას, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავდნენ, “აფრიალებული უკრაინის დროშა” ჰქონდათ – ქართული დროშა კი “დამხრჩვალი”
“ვერ მისწავლებია კარგად „ბედი ქართლისა“, თორემ მიხვდებოდით, რომ, უპირველესად, პატივი ქართულ დროშას უნდა სცეთ. მოგქონდათ აფრიალებული უკრაინის დროშა (ღმერთმა მშვიდობა მისცეს ამ ქვეყანას) და დამხრჩვალი ქართული დროშა ერთ თქვენნაირ პატრიოტს მხრებზე ჰქონდა მოკიდებული. უბედურო საქართველო, როგორები იბრაგუნებენ გულზე ხელს?! მართლა მეცოდებიან ასეთი მასწავლებლის მოსწავლეები…” წერს რიჟამაძე.