The Washington Post-ის ინფორმაციით, სამშაბათს, რუსეთმა ოფიციალური დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა შეერთებულ შტატებს და გააფრთხილა, შეწყვიტოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდება. როგორც რუსეთი აღნიშნავს, ეს ფაქტი კონფლიქტს ამწვავებს და შესაძლოა გამოიწვიოს „არაპროგნოზირებადი შედეგები“.
დოკუმენტი სახელწოდებით „რუსეთის შეშფოთების შესახებ კიევის რეჟიმისთვის იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მასობრივი მიწოდების შესახებ“ სახელმწიფო დეპარტამენტს, ვაშინგტონში რუსეთის საელჩომ გაუგზავნა.
„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, შეწყვიტონ უკრაინის უპასუხისმგებლო მილიტარიზაცია, რომელსაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიური ნოტა მას შემდეგ გაიგზავნა, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაამტკიცა უკრაინისთვის დახმარებისა და შეიარაღების გაზრდა.