რუსმა ოკუპანტებმა “აზოვსტალი” დაბომბეს. მეტალურგიული ქარხანა, ფაქტობრივად, მიწასთან არის გაასწორებული. მარიუპოლის მცველები, ქალები და ბავშვები, რომლებიც ქარხნის ბუნკერებში აფარებდნენ თავს, ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები.
როგორც “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში “აზოვის” პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა,
რუსმა ოკუპანტებმა ქარხანის დასაბომბად ზემძლავრი ბომბები გამოიყენეს.
“ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რომელიც დაგვრჩება, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს, გადაარჩინოს მშვიდობიანი მოსახლეობა, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები“, – განაცხადა პალამარმა.
მანამდე გავრცელდა რუსი ოკუპანტის მეუღლესთან საუბრის ჩანაწერი, სადაც აგრესორი ქვეყნის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტები 3-ტონიანი ბომბებით აპირებენ დაბომბონ მეტალურგიული ქარხანა “აზოვსტალი”.