”ერთ მოსაზრებას გადავაწყდი – ჩვენ ‘9წლის’ რეაბილიტაცია კი არ გვინდა, რომ ისევ ის ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში, არამედ ახალი გზებით, კოალიციურად, ივანიშვილის შევცვლაო.
პატივს ვცემ ამ მოსაზრებას, თუმცა, მინდა დავაზუსტო:
‘9წლის’ რეაბილიტაცია იმიტომ კი არაა საჭირო, რომ იგივე ადამიანები მოვიდნენ ხელისუფლებაში (მათი ნაწილი ქოცებშია, ნაწილმა თავად დაგმო ‘9წელი’ უკეთესი აწმყოს ძიებაში, ნაწილს – ისედაც აღარ სურს პოლიტიკა), არამედ იმისთვის, რომ ქართულმა ნარატივმა და კლიშეებმა გაიმარჯვოს რუსულ ნარატივსა და კლიშეებზე.
იმისთვის, რომ სწორად შევაფასოთ ისტორია – სამომავლოდ სწორი არჩევანისთვის.
რომ ვიცოდეთ სხვაობა კეთილსა და ბოროტს, პატრიოტსა და მოღალატეს, წესიერსა და მედროვეს შორის.
რომ ვიცოდეთ სად, როდის და რა შეგვეშალა.
რომ ვერავინ ვეღარასდროს გაბედოს თქმა, ომი საქართველომ დაიწყო ან თავიდან ვერ აიცილაო.
რომ მკვლელსა და ქურდს იუსტიციის სახლებთან ძეგლები აღარასდროს დავუდგათ.
რომ აღარავინ გაივლოს აზრად ტერორისტი და ჯაშუში პოლიტპატიმრად შერაცხოს.
რომ ვიცოდეთ – 2004-2012 წლის რეფორმები იყო საჭირო და სწორი.
…ვინც ქმნის კლიშეს, ის იგებს ომს. თუ კლიშეების ომი – იდეოლოგიური და პროპაგანდისტული ომი – არ მოვიგეთ, დიდ ომს ვერ მოვიგებთ. ვერც კოალიციით და ვერც უმისოდ.” – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.