სატელიტმა დააფიქსირა მასობრივი საფლავი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სოფელ მანგუშში, რომელიც მარიუპოლიდან 20 კილომეტრზე ნაკლებ მანძილზე მდებარეობს. საუბარია 300 მეტრზე მეტი სიგრძის თხრილზე. სატელიტური სურათები Maxar Technologies-მ გამოაქვეყნა.
“ჩვენი სატელიტური სურათები ადასტურებს, რომ საფლავები ითხრებოდა მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის შუა რიცხვებამდე პერიოდში. საფლავის გათხრა დაიწყო 2022 წლის 23-26 მარტს და განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში” ნათქვამია Maxar Technologies-ის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, არის დაახლოებით 200 საფლავი.
mtavari arxi