ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ის ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისი თქმით, პუტინს “კატეგორიულად მოუწოდა” გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფნები.
“ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლში და სხვა ალყაში მოქცეულ ქალაქებში სასწრაფოდ უნდა გაიხსნას, განსაკუთრებით მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე”, – თქვა მიშელმა.