ომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ივნისში, მისი შეხვედრა რუსეთის პატრიარქ კირილთან გაუქმდა, რადგან არსებულ ვითარებაში ამან “შეიძლება, ბევრი დაბნეულობა გამოიწვიოს”.
არგენტინულ გაზეთ La Nacion-თან საუბრისას რომის პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ მისი ურთიერთობა კირილთან “ძალიან კარგია”.
“ვწუხვარ, რომ ვატიკანს მოუწია პატრიარქ კირილთან მეორე შეხვედრის შეჩერება, რომელიც ივნისში გვქონდა დაგეგმილი იერუსალიმში. მაგრამ ჩვენი დიპლომატია აცნობიერებს, რომ ამ შეხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ბევრი დაბნეულობა”, – თქვა პაპმა.