უკრაინულ ტელეგრამარხებზე 15 წლის მარინას ფოტო ვრცელდება. ჩუგუევოში მცხოვრები მოზარდი უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველსავე დღეს დაშავდა.
როგორც მედიაში წერენ, რუსმა ოკუპანტებმა მარინას სახლი დაბომბეს, რის შემდეგაც გოგონას ფანჯრის შუშის ნამსხვრევებმა სახე და სხეული დაუზიანა.
“მთავარია, რომ ცოცხალია. დანარჩენი ყველაფერი გამოსწორებადია”, – ეუბნება იანა თავის 15 წლის გოგოს.
ექიმების თქმით, ამ ეტაპზე მარინას სახე შუშდება, თუმცა მას პლასტიკური ოპერაციები დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო, თუმცა კრემლში მას “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებენ და საზოგადოებაში სიტყვა “ომის” თქმა აკრძალა. უკრაინაში მიმდინარე ომის გასაპროტესტებლად რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გამოსული ათასობით მოქალაქე რუსმა სამართალდამცველებმა დააკავეს