„ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო რამდენიმე წელიწადია, როგორც პარტია, აცდენილია საქართველოს კონსტიტუციას, დემოკრატიას და მათი ქმედება თავიდან ბოლომდე არის დამყარებული პროვოკაციაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
“ნაციონალური მოძრაობას“ არც ინტელექტუალური არც პოლიტიკური და არც მორალური რესურსი არ დარჩა, რომ იყვნენ დემოკრატიული ოპოზიცია. გამომდინარე აქედან, მიმართავენ ამ ბოლშევიკურ მეთოდებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.