ივანიშვილისა და ევტუშენკოვის 25 აპრილს გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში საუბარია ვინმე დავითზე, რომელიც სავარაუდოდ, დავით იაკობაშვილია. ის საქართველოში რუსული ნაწარმის იმპორტითაა დაკავებული, ასევე ევტუშეკოვის კომპანია “სისტემას” დირექტორთა საბჭო წევრი იყო
აუდიოჩანაწერის გავრცელების შემდეგ ცნობილი ხდება, რომ კომპანია “სისტემას” დირექტორთა საბჭო ორმა წევრმა დავით იაკობაშვილმა და ანა ბელოვამ დატოვეს. რუსულ მედია TASS-სთან კომპანიის წარმომადგენელმა სერგეი კოპიტოვმა განცხადა, რომ ეს მათი პირადი გადაწყვეტილებაა.
ბელოვა საბჭოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც ეს პოსტი ბიძინა ივანიშვილთან და ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა ვლადიმერ ევტუშენკოვმა დატოვა. ევტუშნკოვს 13 აპრილს ბრიტანეთმა დაასანქცირ, იმავე დღეს, მან კომპანიის აქციების 10% შვილს გადასცა, საკუთარი წილი კი 49%-მდე შეამცირა, რომ საკონტროლო პაკეტი მისი აღარ ყოფილიყო.