“გადაიყვანეთ სააკაშვილი უცხოეთში…იქნებ კიდევ არის შანსი, რომ გადავარჩინოთ”-გიული ალასანია

“ახლა მე ვითხოვ, ისევე როგორც ყოველთვის, არაერთხელ, დაუყოვნებლივ მის გაყვანას ამ ქვეყნიდან ბოლოსდაბოლოს და მოთავსებას შესაფერის კლინიკაში, რომ იქნებ არის კიდევ შანსი, რომ გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე.

იმიტომ, რომ დღეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს და ბოლოსდაბოლოს, ეს უნდა გაიგოს ყველამ. მე ძალიან მიკვირს ზოგიერთი ადამიანის გულუბრყვილობა, ხანდახან ისეთი ადამიანი გკითხავს – “უი მართლა? ეს როგორ მოხდა”. იმდენად ყოვლისშემძლე და სასწაულმოქმედი ჰგონიათ, საერთოდ ფიქრობენ, რომ უკვდავია და მას არაფერი შეეხება. სამწუხაროდ, დღეს ასე არ არის”.

თქვა გიული ალასანიამ რუსთავის ციხესთან გამართულ ბრიფინგზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share