აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს – ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

„მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომელსაც ჩემს და თქვენს ქვეყანაში სურდათ ომი, ჩემი ხალხის მოკვლა და ქვეყნის განადგურება“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

მისივე თქმით, საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლის რეალური მიზანიც ეგ იყო, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გზით ომამდე მისულიყო.

„როგორ ფიქრობთ, რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში? ის ჩამოვიდა საქართველოში ერთი მიზნით, რომ მოეხდინა დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რევოლუცია, მასობრივი მკვლელობები, მათ შორის, ოპოზიციური ლიდერების მკვლელობები და მომხდარიყო გადატრიალება. ეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ნიშნავდა ოკუპირებულ ქვეყანაში ახალი ომის დაწყებას. გესმით, რამხელა ბინძურ პროვოკაციას ავარიდეთ ყველა?! მე ვიცი, რომ იმედები გავუწბილე ყველა ვითომ მეგობარს, რომელსაც ჩემს და თქვენს ქვეყანაში სურდათ ომი, ჩემი ხალხის მოკვლა და ქვეყნის განადგურება. მე ვპირდები, რომ მათ ყოველთვის გავუწბილებ იმედებს, არანაირი მეორე ფრონტი და მეორე ომი საქართველოში არ იქნება!“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ალექსეი არესტოვიჩმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლებას ომის წამოწყება არ შეუძლია და ეს მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეეძლო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share