საერთაშორისო ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” (RSF) დღეს გამოაქვეყნა პრესის თავისუფლების 2022 წლის ინდექსი. კვლევა აფასებეს პრესის თავისუფლების დონეს, რომელითაც სარგებლობს ჟურნალისტები და მედია 180 ქვეყანაში და ტერიტორიაზე.
ქვეყანას კლასიფიკაცია შემდეგნაირად ენიჭება:
85 – 100 ქულა – კარგი
70 – 85 ქულა – დამაკმაყოფილებელი
55 – 70 ქულა – პრობლემური
40 – 55 ქულა – რთული
0 – 40 ქულა – ძალიან სერიოზული
საქართველო 2022 წლის ინდექსშიც პრობლემურ ქვეყნებს შორის რჩება. მას 59.30 ქულა აქვს და 89 ადგილს იკავებს. 2021 წელს ქვეყენას 71.36 ქულა ჰქონდა და მე-60 ადგილზე იყო.
RSF მდგომარეობას 5 მაჩვენებელის მიხედვით აფასებს. საქართველოს ქულები თითეულ შემთხვევაში ასე ნაწილდება:
პოლიტიკური – 52.42 ქულა სამართლებრივი – 80.79ეკონომიკური – 46.43სოციალური – 75.50უსაფრთხოების კონტექსტები – 41.34