“ყველა უკრაინელ და რუს ოლიგარქს არ აქვს გაკეთებული თავისი სამშობლოსთვის იმდენი, რაც ივანიშვილს” – ასე ეხმიანება მმართველი პარტიის წევრი, სოზარ სუბარი, ზელენსკის მრჩევლის ბრალდებებს ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის ხელისუფლების ფარულ კავშირებზე.
უკრაინას ჰყავს ძალიან ბევრი მილიარდერი, გაცილებით მეტი, ვიდრე საქართველოს და თითოეულ მათგანს აქვს გაცილებით მეტი ფული, ვიდრე აქვს ბიძინა ივანიშვილს.
შეიძლება, კარგად არ ვიცი, რა აქვთ გაკეთბეული მათ ქველმოქმედების სახით, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა უკრაინელ და რუს ოლიგარქს ერთად არ აქვს გაკეთებული თავისი სამშობლოსთვის იმდენი, რამდენიც ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. – განაცხადა სუბარმა.