მარიუპოლში ოკუპანტებმა 9 მაისის აღლუმისთვის მზადება დაიწყეს. პუტინი გამარჯვების დღის აღნიშნავს ოკუპირებულ ზღვისპირა ქალაქში გეგმავს. რუსულმა არმია ნანგრევებად ქცეული ქალაქის ე.წ. წმენდას დღეს დილიდან შეუდგა. ქალაქში უკვე ჩავიდა პუტინთან დაახლოებული რუსი მაღალჩინოსანი სერგეი კირიენკო.
მეორე ვერსიით, ოკუპანტებმა მარიუპოლის ე.წ. წმენდა რუსული არმიის დანაშაულებების დასაფარად დაიწყეს.
პარალელურად ოკუპანტები “აზოვსტალზე” შტურმს განაგრძობენ, თუმცა მისი აღება ამ დრომდე ვერ მოახერხეს. ამასთან, დღეს ქარხნის ტერიტორიიდან დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია უნდა განხორციელდეს.
ქალაქის დაბომბვა რომ დაიწყო, ქარხანაში წამიყვანეს. მითხრეს, რომ იქ უსაფრხოდ ვიქნებოდი. ეს ადგილი მართლაც უსაფრთხო იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შემდეგ “აზოვსტალი“ რუსებმა ალყაში მოაქციეს და მუდმივი დაბომბვის გამო ვეღარ გამოვდიოდით, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა “აზოვსტალზე” შტურმი გუშინ დაიწყეს. ისინი ქარხნის ტერიტორიაზე შეჭრას ცდილობდნენ. “პირველების” ინფორმაციით, ღამით ოკუპანტებმა ქარხნის ერთ-ერთი შენობა დაიკავეს. აღნიშნული შენობის გასათავისუფლებლად მხარეებს შორის შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაშ მიმდინარეობდა.