“ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილს სუიციდის პრევენციის პროგრამაში ჩართვას სთავაზობს – ციხეების ყოფილი მინისტრი და მოქმედი დეპუტატი, სოზარ სუბარი, სამედიცინო კონსილიუმის ერთ- ერთი ექიმის ნათქვამ ფრაზას ეყრდნობა, სადაც თენგიზ წულაძე ამბობს რომ სააკაშვილს სუიციდიალური მიდრეკილებები აქვს.
სუბარი ამბობს, რომ თუ საჭიროება დადგება, ექსპრეზიდენტის სიცოცხლეს სუიციდის პროგრამაში ჩართვით უზრუნველყოფენ.
“ქართული ოცნების” დეპუტატი დღეს ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო საავადმყოფოსა და უცხოეთში გადაყვანა არ სჭირდება.
დეპრესიული განწყობა, სუიციდიალური ქცევა, მადის დაქვეითება, გენერალიზებული შფოთვა და ასე შემდეგ. იმედი მაქვს, რომ არანაირ სუიციდიალურ ქცევას ადგილი არ ექნება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა ყველაზე კარგად მუშაობს. იმედი მაქვს, რომ ეს პროგრამა მიხეილ სააკაშვილს არ დასჭირდება. თუ დასჭირდება, ის ჩართული იქნება ამ პროგრამაში”- აცხადებს სუბარი.