მომღერალი მერაბ სეფაშვილი რუსეთ-უკრაინის ომზე და ამ ომის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებაზე რადიო ფორტუნასთან საუბრობს:
”ყველა ნორმალური და დალაგებული ადამიანი ხვდება რაშიც არის საქმე, ვინ არის ეს ხალხი. აღარ ვამბობ არაფერს 2008 წელსა და 90-იანებზე. ჩვენს თავზე აისახა ეს ყველაფერი, მცირერიცხოვანი, პატარა ერი ვართ. რაც შეეხება უკრაინას, იქ არ გასდის რუსეთს და როგორც ვატყობ, ვერც გაუვა, რადგან ახლა ამოიღო ხმა ყველამ. არანორმალური, ბანდიტური და დამნაშავე ქვეყნისგან მეტს რას უნდა ელოდო, მაგრამ ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა დაამთავრონ ის. იმის მომხრე ვარ, რომ ახლა ძალას ძალა უნდა დაუპირისპირონ.
ომი არ მინდა, მაგრამ რომ ჩამკეტო და მირტყა, ესეც არ მინდა. ეს უკრაინაში არ გამოვა, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არის რაღაც ნაწილი, არანორმალურების, ვინც რუსეთს გულშემატკივრობს. წარმოგიდგენიათ?! მე რომ დავინახო ასეთი ადამიანი, შეიძლება, მივახრჩო. როგორ შეიძლება, ამდენი მსხვერპლის შემდეგ ზელენსკის ადანაშაულებდე?! რატომ? თავისი ხალხი ეუბნება, არ დავნებდეთ, ვიომებთ ბოლომდეო… საოცარია ხალხია.” – აცხადებს სეფაშვილი.