ცნობილი ტელეწამყვანი და მსახიობი, ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
“ჩვენი გაბუს და ჩვენი დათას, და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა.
დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის 💔 RIP 💔”
წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ნიკა გვარამია.
ჯულიეტა ვაშაყმაძე 1933 წლის 14 აგვისტოს დაიბადა.
საშუალო განათლება თბილისის პირველ ქალთა სკოლაში მიიღო, რომელიც 1952 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა და სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. 1958 წელს, როცა იგი ბოლო კურსზე იყო, ბატონ სერგო ზაქარიაძის რჩევით საქართველოს თეატრალურ ინსტიტუტში განაგრძო სწავლა და 1960 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პარალელურად დაამთავრა სამსახიობო ფაკულტეტი.
საქართველოს ტელევიზიის დაარსების დღიდან, 1956 წლის 30 დეკემბრიდან, ჯულიეტა ვაშაყმაძე იწყებს მუშაობას ჯერ დიქტორად, ხოლო 1968 წლიდან ტელეკომენტატორად. სხვადასხვა დროს მიჰყავდა საინფორმაციო, თეატრალური, კულტურული, სოციალური და სხვა სახის ტელეგადაცემები.
დაქორწინებულია ტელერეჟისორ შალვა გაბუნიაზე, წყვილს ქალიშვილი და ორი ვაჟიშვილი ჰყავს — გიორგი, რომელიც თავადაც ცნობილი ტელეწამყვანია და დათა, ასევე სატელევიზიო მუშაკი, პროდიუსერი.
2013 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს ტელევიზიის დაარსების 57 წლისთავთან დაკავშირებით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მთაწმინდის პარკში, თბილისის ანძის სიახლოვეს, საპატიო ვარსკვლავი გაუხსნა ტელევიზიის პირველ წამყვანებს: ჯულიეტა ვაშაყმაძეს, ლია მიქაძეს და შურიკო მაჭავარიანს. გარდა ტელევიზიისა, ჯულიეტა ვაშაყმაძემ კინოშიც მიიღო აქტიური მონაწილეობა.
მისი შვილი არის ქართველი ჟურნალისტი, გიორგი გაბუნია.
მსგავსი სტატიები
- 95
დღეს დილით ქართველი მსახიობი და დიქტორი ჯულიეტა ვაშაყმაძე გარდაიცვალა. ის ქართული ტელევიზიის ერთ-ერთი პირველი სახე იყო. ჯულიეტა ვაშაყმაძემ ქართულ ტელეეკრანზე დასამახსოვრებელი სახე შექმნა, ცნობილია, რომ ის ყველა ტექსტს ზეპირად იმახსოვრებდა და ეთერში სწორედ ასე გადიოდა. ის გამორჩეული იყო ასევე, საკუთარი გარეგნობით, ქართველი ჯაზ-ვუმენი 80 წლის გიული ჩოხელი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს,…
- 94
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველი მსახიობისა და ტელეწამყვანის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. „ჯულიეტა ვაშაყმაძე ჩემი თაობისთვის და ისევე როგორც რამდენიმე სხვა თაობისთვის დახვეწილობის და სილამაზის სიმბოლო. დიდწილად ის იყო საქართველოს პასუხი იტალიური ნეორეალისტური. კლასიკური შავთეთრი ფილმების ვარსკვლავებზე. ვუსამძიმრებ გიორგი გაბუნიას და ჯულიეტა ვაშაყმაძის ყველა თაყვანისმცემელს“, – წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“
- 82
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება გამოქვეყნდა.რომლის ტექსტსაც გთავაზობთ სრულად. „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.…
- 81
როგორ ხვდებოდნენ გურულები ახალ წელს ცნობილი ქართველი ეთნოგრაფისა და ისტორიის მეცნიერებათა პროფესორის სერგი მაკალათიას ნაშრომის „ახალწელიწადი საქართველოში“ (1827 წლის გამოცემა) მიხედვით ძველად საქართველოში ახალი წლის დასაწყისად სხვადასხვა დრო და რიცხვი იყო მიჩნეული. მე-11 საუკუნიდან მიღებული იყო ორგვარი წელთაღრიცხვა, პირველი სექტემბერი და პირველი იანვარი. ერთი მათგანი განმწესებული იყო საეკლესიო წელთაღრიცხვისათვის ხოლო…