”კობახიძემ კბილებში გამოსცრა -შვეიცარიის საბანკო სისტემას ავიწყდება ივანიშვილი რა კაციაო..”

”ერთხელ, როცა საბჭოთა კავშირის მოახლოებულ აღსასრულს ჯერ არაფერი მოასწავებდა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა აბონ ციციაშვილმა “მოამბის” ეთერიდან რიხიანად შეუთვალა ამერიკელებს – როგორც ჩანს, ბატონ რეიგანს არ გაუგია ქართული ანდაზა, რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო…
რატომღაც ეგ ამბავი გამახსენდა, როცა დღეს, ჯვარი აქაურობას და ირაკლი კობახიძემ კბილებში გამოსცრა – როგორც ჩანს, შვეიცარიის საბანკო სისტემას და მასთან კოორდინაციაში მყოფ ამერიკის იმპერიალისტულ ძალებს დაავიწყდათ, ბიძინა ივანიშვილი რა კაციაო ..
არა რა, ეს მაინც განსაკუთრებული ჩამოსხმა გყავთ – არა, ბატონ ანზორ, ჯიგარო?” – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share