ხელოვნების ნიმუშების მილიარდიანი კოლექცია, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობდა/ფლობს (+ფოტო)

ბიძინა ივანიშვილი რომ ხელოვნების ნიმუშების დიდ კოლექციას ფლობს, ეს ახალი არ არის. „ბიზნესპრესნიუსი“ ამ საკითხზე არაერთხელ წერდა. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ბიძინა ივანიშვილმა ხელოვნების ნიმუშების მილიარდიანი კოლექციის გაყიდვა და თანხის „ქართუ ფონდში“ გადარიცხვა გადაწყვიტა. თუმცა ამ დრომდე და­ზუს­ტე­ბით არა­ვან იცის, კო­ლექ­ცი­ი­დან ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის რა ნა­წი­ლი გა­ყი­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა უკვე, რის გას­ხვი­სე­ბას გეგ­მავს და რას იტო­ვებს.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ნახატებს კოლექციიდან, რასაც ივანიშვილი ფლობდა ან კვლავ ფლობს: (რამდენადაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, დღეისათვის უცნობია მისი კოლექციის რა ნაწილი გაასხვისა ამ დაიტოვა).

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­მი­ე­რის ჰო­ბის თა­ო­ბა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კარ­გად არის ცნო­ბი­ლი – ის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ მისი საყ­ვა­რე­ლი ფერმ­წე­რი ვი­ლემ დე კუ­ნინ­გია, ხოლო ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დ ღი­რე­ბუ­ლი ტილო მის კო­ლექ­ცი­ა­ში არის პაბ­ლო პი­კა­სოს “დორა მა­ა­რი კა­ტებ­თან ერ­თად”. მან ეს ნა­ხა­ტი 2006 წელს “სოთ­ბის” აუქ­ცი­ონ­ზე შე­ი­ძი­ნა 95 მი­ლი­ონ დო­ლა­რად.

შეგახსენებთ, რომ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ავ­სტრა­ლი­ურ­მა ონ­ლა­ინ­გა­მო­ცე­მა Business Insider-მა მსოფ­ლი­ო­ში იმ 10 მი­ლი­არ­დე­რის რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­თაც ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­ში ყვე­ლა­ზე დიდი ფული აქვთ გა­დახ­დი­ლი. რე­ი­ტინ­გში მე-4 ად­გილ­ზე ექ­სპრე­მი­ე­რი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი მოხ­ვდა, რო­მე­ლიც გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1 მი­ლი­არ­დი ღი­რე­ბუ­ლე­ბის ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის მფლო­ბე­ლია. რო­გორც Business Insider-ი აღ­ნიშ­ნავ­და, სა­ერ­თო ჯამ­ში, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა ბიზ­ნეს­მე­ნის ქო­ნე­ბის 15,6%-ს შე­ად­გენს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ნა­ხა­ტე­ბის შეგ­რო­ვე­ბით ჯერ კი­დევ რუ­სეთ­ში ცხოვ­რე­ბი­სას და­ინ­ტე­რეს­და. მის კო­ლექ­ცი­ა­ში ნა­ხავ­დით ავ­სტრი­ე­ლი ფერმ­წე­რის ეგონ ში­ლეს, ანიშ კა­პუ­რის, როი ლიხ­ტენშტე­ი­ნის, დე­მი­ენ ჰერ­სტის და ჯეფ კუნ­სის ნა­ხა­ტებს. ივა­ნიშ­ვი­ლის საყ­ვა­რელ მხატ­ვრად მი­იჩ­ნე­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე სახ­ვი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ერთ-ერთ თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, მხატ­ვა­რი-ნა­ტუ­რა­ლის­ტი ლუ­სი­ენ ფრო­ი­დი. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი თან­ხა აქვს და­ხარ­ჯუ­ლი ავ­სტრი­ე­ლი მხატ­ვრის ეგონ ში­ლეს ნა­მუ­შევ­რებ­ზე.

ამე­რი­კუ­ლი პოპ-არ­ტის თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლის, როი ლიხ­ტენშტე­ი­ნის “ინ­ტე­რი­ე­რი წი­თე­ლი კედ­ლით” 1991 წლით თა­რიღ­დე­ბა და ივა­ნიშ­ვილ­მა 2008 წელს, “სოთ­ბის” აუქ­ცი­ონ­ზე მას­ში 7 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და.

ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კო­ლექ­ცი­ა­ში იყო ასე­ვე შოტ­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრის, პი­ტერ დო­ი­გის “თეთ­რი კა­ნოე”, რომ­ლის შე­ძე­ნა ივა­ნიშ­ვილს 2007 წელს “სოთ­ბის” აუქ­ცი­ონ­ზე 11,3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­უჯ­და.

ივა­ნიშ­ვი­ლის ფა­ვო­რიტ მხატ­ვარ­თა შო­რი­საა ბრი­ტა­ნე­ლი დე­მი­ენ ჰირსტიც, რომ­ლის ნეო-პოპ-არ­ტის სტილ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ტილო – “LSD” – ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში გა­და­ღე­ბი­სას არა­ერ­თხელ მოხ­ვდა კადრში.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი კო­ლექ­ცი­ა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი ად­გი­ლი ჰქონ­და ავ­სტრი­უ­ლი ექ­სპრე­სი­ო­ნიზ­მის აღი­ა­რე­ბუ­ლი ოს­ტა­ტი­სა და გუს­ტავ კლიმ­ტის მოს­წავ­ლის – ეგონ ში­ლეს ნა­მუ­შევ­რებს, მათ შო­რი­საა 1915 წელს და­ხა­ტუ­ლი “მარ­ტო­ხე­ლა სახ­ლე­ბი,” რომ­ლის ფასი 40 მი­ლი­ონ დო­ლა­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

ივა­ნიშ­ვი­ლის კი­დევ ერთი ფა­ვო­რი­ტი მხატ­ვა­რია ზიგმუნდ ფრო­ი­დის შთა­მო­მა­ვა­ლი, ბრი­ტა­ნე­ლი ფერმ­წე­რი, ლუ­სი­ან ფრო­ი­დი. 2011 წელს გარ­დაც­ვლი­ლი ფრო­ი­დი თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრებს შო­რის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ ავ­ტო­რად მი­იჩ­ნე­ვა. ექ­სპრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კო­ლექ­ცი­ა­ში ფრო­ი­დის “ელი და და­ვი­დი” ინა­ხე­ბო­და.

ჩა­მოთ­ვლი­ლი მხატ­ვრე­ბი­სა და მათი ნა­მუ­შევ­რე­ბის გარ­და, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კო­ლექ­ცი­ა­ში იყო ასე­ვე, ფრი­და კა­ლოს, კლოდ მო­ნეს, მარკ შა­გა­ლი­სა და სხვა­თა ნა­მუ­შევ­რე­ბი.

ivanishvili-f209c-1652263775.jpg

naxat-1652263825.jpg

dora-maar-au-chat-by-pablo-picasso-45985-1610454165.jpg

nnn-1652263884.jpg

kole1-1652263960.jpg

kole2-1652263978.jpg

kole-1652263994.jpg

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share