ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძიმითის კულტურის სახლში, დღეს ადგილობრივები შეიკრიბნენ და ოზურგეთს დაძმობილებული დღეისათვის რუსეთის მიერ ოკუპირებული ქალაქ გენიჩესკის მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით, აქცია -კონცერტი გამართეს. უკრაინის ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა სამი თაობის ძიმითელებმა უკრაინული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.