ვინ არის ნიკა გვარამიას საქმის განმხილველი მოსამართლე?

ვინ არის და რომელ გახმაურებულ საქმეებს უკავშირდება, ასევე რა კითხვები არსებობს საზოგადოებაში 15 წლის სამოსამართლეო სტაჟის მქონე ლაშა ჩხიკვაძის მიმართ – ინფორმაციას “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” ავრცელებს.

ცნობილია, რომ ჩხენკელი 2019 წელს თანამდებობაზე გამწესდა უვადოდ. 

მოსამართლე ჩხიკვაძე ფიგურირებდა 2015 წლის 22 იანვარს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომელსაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. პროკურატურამ მაშინ უარყო ჩხიკვაძის რაიმე ბრალეულობა. 

ნიკა გვარამიას საქმეში მოწმე, ზაზა გველესიანი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის ახლო მეგობარი და „რუსთავი 2”-ის მმართველი ჰოლდინგის დირექტორი იყო, მაგრამ მოსამართლემ საქმიდან თავი არ აიცილა

მოსამართლე ჩხიკვაძის სახელს უკავშირდება ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მაღალჩინოსნების გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილის სისხლის სამართლის გახმაურებული საქმეები.

ვრცლად ლაშა ჩხიკვაძის შესახებ წაიკითხეთ საერთაშორისო გამჭვირვალობის ვებ-გვერდზე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share