ელენე ხოშტარიამ „ევროპული საქართველო“ დატოვა და აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას დამოუკიდებლად აპირებს – ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „ჰოთნიუსმა“ ხოშტარიას აღნიშნული გადაწყვეტილება ანალიტიკოს გია ხუხაშვილს შეაფასებინა, რომელიც ელენე ხოშტარიას ამ გადაწყვეტილებას მიესალმება:
„ვფიქრობ, ის ძალიან საინტერესო და კარგი პიროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ „ევროპულ საქართქველოში“ იყო, ამ პარტიის წარსულის კომპრომატი მას არ მიჰკარებია. მან ეს მოახერხა და შესაბამისად, ის უფრო მომავლის პოლიტიკოსია, ვიდრე წარსულის ან უფრო აწმყოსი. ასე რომ, ვფიქრობ, მისასალმებელია მისი ეს ნაბიჯი.
მთავარია, თავად სად ხედავს თავს. ფაქტია, რომ მას არ უნდა, საკუთარი პოლიტიკური ბედი დაუკავშიროს არც წარსულს – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ სახით და არც აწმყოს – „ქართული ოცნების“ სახით. დანარჩენი ალტერნალტიული ბაზარი მწირია, მაგრამ რაღაც არსებობს, ან მათ შეუერთდება, ან დამოუკიდებლად დაიწყებს, რაც მისი გადასაწყვეტია“,- აცხადებს ხუხაშვილი.