დასავლეთის პასუხი ნიკა გვარამიას დაკავებაზე – სტოლტენბერგთან სახლში მისული ღარიბაშვილი და შეხვედრა ბრიუსელში

მკაფიო და უკიდურესად ხისტი პასუხი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან “ოცნების” ხელისუფლებას
არადემოკატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების გამო. ბრიუსელში მყოფი პრემიერმინისტრი დღეს იმდენად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და ქვეყნის ხელისუფლების რეპუტაციული კრახის თავიდან არიდება მმართველი გუნდის მცდელობის მიუხედავად, წარუმატებლად დასრულდა.

დიდი ხნით ადრე შეთანხმებული, ღარიბაშვილის შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივანთან ისე გაუქმდა, რომ “ოცნების” ლიდერებმა საერთო გზავნილის შეთახმებაც ვერ მოასწრეს. ყველა არგუმენტი, რითიც ხელისუფლება  ერთგვარი პოლიტიკური დემარშის სიმძიმის შემსუბუქებას ცდილობდა, უსუსურად გამოიყურებოდა, საბოლოოდ, პრემიერმინისტრი იენ სტოლტენბერგს სახლში ეწვია.

მთავარი არხი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share