გავლენიანმა გამოცემამ Time ქართველი დიზაინერი დემნა 2022 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.
“დემნას მიერ Balenciaga-სთვის შექმნილი კოლექციის თვალიერებისას ჩემი გული შეხტა და შემდეგ გაიხსნა. ასეთი გრძნობა ბოლსო ბავშვობაში, დედაჩემის მოდის ჟურნალების თვალიერებისას დამეუფლა. ვგრძნობ იმ ზრუნვასა და პატივისცემას, რომელიც დემნას ბრენდის ისტორიისადმი გააჩნია”. – წერს Time-ისთვის ეიფორიის მსახიობი ალექსა დემი.
ყველაზე გავლენიანი ადამიანების ჩამონათვალში მოხვდნენ ზენდაია, ზოი კრავიცი, სარა ჯესიკა პარკერი, ენდრიუ გარფილდი, ამანდა სეიფრიდი, პიტ დევიდსონი და სხვა ვარსკვლავები.
დემნა გვასალია ქართველი დიზაინერია, რომელიც 2015 წლიდან დღემდე ბრენდ Balenciaga-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელია. სხვადასხვა წლებში მუშაობდა ისეთ მოდის სახლებში, როგორებიც არის Louis Vuitton, Vetements. არის “მოდის ოსკარად” წოდებული – CFDA Award-ის ჯილდოს ორგზის მფლობელი.