დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მორიგი პროცესი გაიმართება. სასამართლო დღეს ე.წ. “პიჯაკების საქმეზე” იმსჯელებს. სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული.
უფლებადამცველები მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილისგან ელოდებიან პასუხს დაუშვბს თუ არა მიხეილ სააკაშვილთან პალატაში ალტერნატიული კონსილიუმის წევრ ექიმებს.
მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის, შოთა თუთბერიძის თქმით, მესამე პრეზიდენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სხდომას, სავრაუდოდ, ისევ ვერ დაესწრება.
“ბუნებრივია პიჯაკების საქმეც არის წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდებები და პოლიტიკური რეპრესიების ნათელი გამოხატულება, სამწუხაროდ ჩემი გუშინდელი ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტთან, მე ვვარაუდობ რომ ის სავარაუდოდ ვერ შეძლებს გამოცხადებას სასამართლო პროცესზე, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო რადიკალურად გაუარესებული, თუმცა ჩვენ ველოებით პასუხს შუამდგომლობაზე, რომელიც წინა პროცესის დავაყენეთ, ეს გახლდათ შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ დაავალოს პენიტენციურ სამსახურს რომ შეწყდეს კანონის მუდმივი დარღვევა. სამწუხაროდ დღემდე, ვერც ერთმა სასამართლომ ვერ გაბედა ამაზე შუამდგომლობის არათუ დაკმაყოფილება, არამედ განხილვის დასრულება”, – ამბობს შოთა თუთბერიძე.
ადვოკატი არ გამორიცხავს სხდომა დღესაც გადაიდოს.