მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ამ დრომდე ვერ ხერხდება, ალტერნატიული კომისიის წევრი ექიმის თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეეძლო გადადგილება, დგომა და კომუნიკაბელურობა, “ვივა მედში” გადაყვანიდან ორ კვირაში, მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია.
“პაციენტი თუ ციხეში რაღაცას მაინც მიირთმევდა და მას ერგებოდა მეტნაკლებად , მას შეეძლო გადადგილება, ფეხზე დგომა, სწორი აზროვნება და ასე შემდეგ და იყო კომუნიკაბელური, დღეს სავარაუდოდ “ვივა მედში” გადაყვანიდან მე-13 თუ მე-14 სამუშაო დღეს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად დამძიმებული, ის სავარაუდოდ კონტაქტურიც აღარ არის, ის არ არის მობილური, ვერ დგება საწოლიდან და უჭირს შესვლა კონტაქტში მნახველებთან.
7 თვის წინ ვთქვით, რომ ეს ასე დამთავრდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ამას მოყვა არა თუ ადეკვატური, არამედ სრულიად არაადეკვატური ან ნულოვანი ქმედებები. თუ არ შეიცვლება ნება იმ სახელმწიფო უწყებებისა, რომლებსაც ევალება, რომ რაღაცა შეცვალონ, მე არ ვიცი ეს საით წაგვიყვანს”, – ამბობს ლალი ჯავაშვილი
ვივა მედი მესამე პრეზიდენტის სამედიცინო კვლევების შედეგებს არ ასაჯაროებს.