პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებას სასამართლოს მხარდამჭერ პროგრამაზე სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ეს განცხადება არის დადასტურება იმისა, რომ მოსამართლე სწორად გვარამიას განაჩენის გამოა სანქცირებული.
„ეს განცხადება არის დადასტურება იმისა, რომ მოსამართლე სწორად გვარამიას განაჩენის გამოა სანქცირებული. კობახიძეს კი უთხრეს – ბებიაშენს დაემუქრეო…“ – წერს გია ხუხაშვილი „ფეისბუქზე.“
ცნობისთვის, აშშ-ს საელჩო საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან,“– ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.