დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია. – ასე შეაფასა ენმ-ს წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.
“ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს. დღეს მზე იყო და სალომე ზურაბიშვილს გონება განათებია და ამბობს, რომ ავტორიტარიზმიაო, ქვეყანაში პრობლემები გვაქვსო და სასამართლოს მიმართულებით კატასტროფულ პირობებში ვართო. თუმცა, ავიწყდება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტები მის ხელშია. მაგალითად, სასამართლოს არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საქმეებთან დაკავშირებით, მას პირადად შეუძლია ამის მოგვარება.” – განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა რომ, საჭიროა ძალაუფლების დაბალანსება ავტორიტარიზმის ცდუნების ასაცილებლად.