რუსმა ოკუპანტებმა უკრაინასთან ომში თანამედროვე ტანკების დაახლოებით 30% დაკარგეს, – ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვიქტორ ანდრუსოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინასთან ომამდე, რუსეთს არსენალში დაახლოებით 3 000 თანამედროვე ტანკი ჰქონდა.
“რუსეთს დაახლოებით 3 000 თანამედროვე ტანკი ჰქონდა არსენალში. ახლა 30%-ზე მეტი უკვე განადგურებულია ჩვენი დამცველების მიერ”, – ამბობს ანდრუსოვი.