პოლიტიკური მემკვიდრე? პუტინი თავისი ქალიშვილის რუსეთის წამყვან პოლიტიკურ ფიგურად გადაქცევას აპირებს – Daily Mail

ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, გაუარესებული ჯანმრთელობის გამო ვლადიმერ პუტინი თავისი ქალიშვილის კატერინა ტიხონოვას რუსეთის წამყვან პოლიტიკურ ფიგურად გადაქცევას აპირებს.

მედიის ინფორმაციით, 35 წლის კატერინა ტიხონოვა შესაძლოა რუსეთის მმართველი პარტიის “ერთიანი რუსეთის” ლიდერი, ხოლო შემდეგ რუსეთის დუმის წევრი გახდეს.

ბრიტანული მედია აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება.

მათი მიხედვით, კატერინა ტიხანოვას თანამდებობის საკითხი პარტიაში ახლაც აქტიურად განიხილება და მის კანდიდატურას პარტიის წევრების სრული მხარდაჭერა აქვს.

“ვლადიმერ პუტინის ქალიშვილის, კატერინა ტიხონოვას კანდიდატურა “ერთიანი რუსეთის” თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე კვლავ აქტიურად განიხილება.

უნდა ვთქვა, რომ გამონაკლისის გარეშე, პუტინის გარემოცვაში ყველა დაინტერესებული პირი ამ იდეას მხარს უჭერს.

იდეა გასული წლის მიწურულს გაჩნდა, მაშინ მას ცალსახა მხარდაჭერა არ ჰქონია. ახლა სიტუაცია შეიცვალა და ომმა, რომელიც სამი თვეა მიმდინარეობს, ამის წინაპირობები შექმნა, გარდა ამისა, ელიტა მოითხოვდა პარტიის მომავლის მკაფიო სურათს პუტინის გარეშე”, – წერია telegram-ზე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია პუტინის მძიმე ავადმყოფობის შესახებ. ჯერჯერობით გაურკვეველია, არის თუ არა ტიხონოვას პოლიტიკურ ასპარეზზე შესვლა ფაქტობრივად პუტინის მემკვიდრის დასახელება.

აქვე შეგახსენებთ, მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კატერინა ტიხონოვას უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოგვარე პარტნიორი იგორ ზელენსკია, რომელთანაც მას ორი წლის ქალიშვილი ჰყავს. იგი ცნობილი ბალეტმაისტერია, რომელიც ომის დაწყებამდე გერმანიაში ბავარიის სახელმწიფო ბალეტს ხელმძღვანელობდა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share